ფეხბურთი

11:50 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ - 100

მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ საფეხბურთო ისტორიაში კიდევ ერთი მიღწევით შევიდა - 32 წლის შემტევი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც უეფას ტურნირებში 100 გოლის გატანა შეძლო.

აღნიშნულ შედეგს კრიშტიანუმ მიუნხენის „ბაიერნთან“ შესრულებული დუბლის შემდეგ უწია. რონალდუს 97 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, 2 ევროპის სუპერთასზე, ერთი კი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფკაციო ეტაპზე აქვს გატანილი.

რონალდუმ ხსენებული 100 გოლიდან 84 „რეალის“, ხოლო დანარჩენი 16 „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში გაიტანა. ისიც აღსანიშნავია, რომ 50-ე გოლი მან 2013 წელს გაიტანა და იგივე რაოდენობის გოლების გასატანად არასრული 4 წელი დასჭირდა.

აქვე გეტყვით, რომ მან ჩემპიონთა ლიგაზე 659-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა. გუშინდლამდე რონალდუს ბოლო გოლი გასული წლის 27 სექტემბერს, დორტმუნდის „ბორუსიას“ კარში ჰქონდა გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100319