ფეხბურთი

23:53 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოზილი “წითელი ეშმაკი” გახდება?

ლონდონის “არსენალის” და გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მესუთ ოზილი შესაძლოა, მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ იუნაიტედში” ვიხილოთ. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი ავრცელებს.

“წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს საკუთარ გუნდში ყოფილი შეგირდის ხილვა სურს და ამაზე მუშაობას, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აპირებს.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში პრესაში ხშირად იწერება, რომ მესუთი “არსენალში” ბედნიერი არაა და სამუშაო ადგილის შეცვლა სურს.

28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “მეთოფეების” მაისური 34-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას ლონდონურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11406