ჭიდაობა

19:51 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის” ქართული ასეული

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ასაკობრივი ნაკრებები აზერბაიჯანში გაემგზავრნენ. ხვალიდან – 13 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით, ბაქო ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის დიდ საერთაშორისო ტურნირს - "აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასს" უმასპინძლებს და ორივე სტილის ორივე ასაკობრივ ჯგუფში, კონკურენციაში ქართველებიც ჩაებმებიან, თან გაფართოებული შემადგენლობებით.

ოთხდღიანი ტურნირის პირველ დღეს ხალიჩაზე ჭაბუკი ბერძენ-რომაელები გავლენ. მეორე დღეს საპრიზო სამეულები ამავე სტილში, ახალგაზრდებს შორის შეივსება. 15-16 აპრილს კი მედლები თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის გათამაშდება.

აზერბაიჯანულ ტურნირზე საპრიზო სამეულში შესული მოჭიდავეები მედლებთან ერთად 500, 250 და 150 ამერიკული დოლარით დაჯილდოვდებიან.

აქვე საქართველოს სრული განაცხადი მომავალ შეჯიბრებაზე:

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ჭაბუკები

42 კგ - დიმიტრი ხაჩიძე

46 კგ - გიორგი თოხაძე

50 კგ - ლუკა ოჩიგავა

54 კგ - გიორგი ჩხიკვაძე, აკაკი ოსიაშვილი, ბექა გურული

58 კგ - ხვიჩა ანანიძე, გიორგი შოთაძე, გიორგი პერტაია

63 კგ - ოთარ აბულაძე, ბექა ბეშიძე

69 კგ - დავით სოლოღაშვილი, გიორგი ნოზაძე, ომარ სირაძე

76 კგ - გიორგი ცოფურაშვილი, ლუკა ზაქარიაძე

85 კგ - ჯემალ ვაშაკიძე

100 კგ - ელგუჯა ბალანჩივაძე, ელგუჯა სილაგაძე

ახალგაზრდები

50 კგ - რამაზ სილაგავა, შოთა ღლონტი

55 კგ - ნუგზარ წურწუმია, ვასილ ხაჩიძე

60 კგ - დავით ბაკურიძე, ირაკლი ძიმისტარაშვილი, თორნიკე ჭელიძე

66 კგ - გიგა ბუხრიკიძე, ქერიმ მაჩალიკაშვილი, ჯონი ხეცურიანი, გიორგი გუჯაბიძე

74 კგ - ბექა მამუკაშვილი, თენგიზ შუბითიძე, დავით გოგიძე, აივენგო რიკაძე და ნიკოლოზ ჭიკაიძე

84 კგ - გურამ ხეცურიანი, თემურ ჭკუასელიძე, გიორგი ქაცანაშვილი, ალექსანდრე გუმბერიძე

96 კგ - საბა ბუხრიკიძე, ნიკა პატარაია

125 კგ - ბექა მაკარიძე, საბა ცეცხლაძე

თავისუფალი ჭიდაობა

ჭაბუკები

42 კგ - იგორ ბერიძე, ლუკა ჩხიტუნიძე

46 კგ - გიორგი ჭოლაძე, გიორგი გეგელაშვილი

50 კგ - ნიკა მახარაძე, დიმიტრი სალდაძე

54 კგ - თამაზ შავაძე, ვლადიმერ გამყრელიძე

58 კგ - გიგი ბლიაძე, ავთანდილ გოდელაშვილი, თორნიკე ქათამაძე

63 კგ - ლუკა მარიამიძე, გიორგი ელბაქიძე, სანდრო სარდანაშვილი, ოთარ ბაგაური

69 კგ - გიორგი მუზაშვილი, ბაგრატ გაგნიძე

76 კგ - ლაშა ბაირამოვი, გიორგი ჩანქსელიანი, აკაკი გოგსაძე

85 კგ - დავით ქოჩქიანი, გიგი გოგობერიშვილი

100 კგ - ჭაბუკი გამყრელიძე, გიორგი შარვაშიძე, სოლომონ მანაშვილი

ახალგაზრდები

50 კგ - გოგა ძიგუა, მახარე გელაშვილი, ალეკო გოგობერიძე

55 კგ - თეიმურაზ ვანიშვილი, რობერტ დინგაშვილი

60 კგ - ედემი ბოლქვაძე, ნიკა ბუშელაშვილი

66 კგ - ივერიკო ჯულაყიძე, გიორგი ავალიანი, მამუკა ჩაჩუა

74 კგ - ნიკა კენჭაძე, თორნიკე კვინიკაძე

84 კგ - ზაურ ბერაძე, მექი სიმონია, დემურ მეგენეიშვილი, ჯემალ ჯაბიძე

96 კგ - მოგელი მეზვრიშვილი, მარად ვანაძე, ბექა ჭელიძე

125 კგ - ზურიკო ურთაშვილი, ალექსი ჟორჟოლიანი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112305