ფეხბურთი

18:22 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიხარულიძე-გავაშელიშვილი-არდაზიშვილი და ბრაზილიური სამბა

3:3 - ასე დასრულდა მეშვიდე ტურის პირველი მატჩი. ლიდერი "ლოკომოტივი" ახლოს იყო მორიგ გამარჯვებასთან, მაგრამ "დილამ" ბოლო წამებზე გადაარჩინა თამაში. გიორგი დევდარიანის გუნდიდან კვლავ გაიტანეს ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა. პირველმა დუბლი მიითვალა, მეორემ კი ერთი გოლი მიითვალა. სამივე გოლში მონაწილეობა მიიღო რატი არდაზიშვილმა.

"დილადან" კი ბრაზილიელები უნდა გამოვარჩიოთ. ლეანდროზე ისედაც ვიცოდით, რომ ტექნიკური და მწვავე შემტევია, საუკეთესო კი მაინც შეცვლაზე შესული ნუბიო გახლდათ. მან ჯერ პენალტი გამოიმუშავა, ბოლოს კი სოლო-გოლი გაიტანა.

"დილამ" პირველივე შეტევა გოლით დაასრულა. ბრაზილიელ ლეანდროს საჯარიმოში მიუვიდა ბურთი და ჩახვეული დარტყმით გახსნა ანგარიში - 0:1.

თუმცა მე-16 წუთზე უკვე მასპინძლები იგებდნენ... ჯერ იყო, რატი არდაზიშვილის გრძელი პასის შემდეგ, გავაშელიშვილმა მკერდით ჩამოიღო ბურთი და ცაციით შეაგდო (1:1), ერთ წუთში კი თითქმის იგივე განმეორდა - ოდნავ განსხვავებული მომენტი: ისევ არდაზიშვილის გრძელი პასი გავაშელიშვილის მისამართით, მამიამ ბურთი დაიმორჩილა და ამჯერად კარში არ დაურტყამს, სიხარულიძე მოძებნა და მისი დარტყმა ზუსტი გამოდგა - 2:1.

42-ე წუთზე "ლოკომ" ორიგინალურად გაითამაშა კუთხური. არდაზიშვილმა გაატარა დაბალი ბურთი, თავად კი საჯარიმოში შეიჭრა, ნიკა ჭანტურიამ ერთ შეხებაში გაუკეთა პასი არდაზიშვილს და მან უკვე სიხარულიძეს გაატანინა. მშვენიერი გოლი იყო...

"ლოკომოტივს" თითქოს ხელიდან არ უნდა გაეშვა უპირატესობა, მაგრამ სტუმართა ბრაზილიელმა შემტევებმა შეცვალეს თამაშის სურათი. 67-ე წუთი იყო, შეცვლაზე შესულმა ნუბიომ წსები დაარღვევინა გიორგი რეხვიაშვილს და პენალტი დაინიშნა, რომელიც ლეანდრომ ზუსტად შეასრულა - 3:2.

ნუბიომ ბოლო წამებზე დაამტკიცა, რომ "დილას" ხელმძღვანელობა მისი შეძენით არ შემცდარა: ბრწყინვალე ინდივიდუალური გოლი გაიტანა. კუთხური, არეულობა, დავით კირკიტაძის ჩაწოდება, ნუბიო დატრიალდა ბურთიანად და ორი მცველს დაუსხლტა, მერე კი ახლო კუთხეში გაუტანა ბექა ქურდაძეს - 3:3.

ლოკომოტივი (თბილისი) - დილა (გორი) 3:3 (3:1)

ლოკომოტივი: ქურდაძე, ღონღაძე, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, უბილავა, ჭანტურია, ქავთარაძე (სამურკასოვი 62), კიკნაძე (კომახიძე 72), არდაზიშვილი (ჩიტეიშვილი 83), გავაშელიშვილი, სიხარულიძე

დილა: ხაინდრავა, მაჩაიძე (ნონიკაშვილი 52), პაპავა, ფოფხაძე, აბუბაქარი, ქარქუზაშვილი, ძარია, ლეანდრო, კირკიტაძე, ტარავალიე (ნუბიო 58), მათიაშვილი (გაგოშიძე 68)

გოლები: 0:1 ლეანდრო (4), 1:1 გავაშელიშვილი (15), 2:1 სიხარულიძე (16), 3:1 სიხარულიძე (42), 3:2 ლეანდრო (67 პენ), 3:3 ნუბიო (90+4)

გაფრთხილება: არდაზიშვილი, ღონღაძე, ხიდეშელი - ქარქუზაშვილი, ძარია, მაჩაიძე

მსაჯი: ვადაჭკორია

მეშვიდე ტურის სხვა მატჩები 13 აპრილს გაიმართება:

კოლხეთი - სამტრედია

დინამო თბ - შუქურა

საბურთალო - დინამო ბთ

ტორპედო - ჩიხურა

1. ლოკომოტივი 7 4 2 1 18 7 +11 14
2. დინამო თბ 6 4 0 2 7 4 +3 12
3. ჩიხურა 6 3 1 2 7 5 +2 10
4. ტორპედო 6 2 3 1 7 5 +2 9
5. დინამო ბთ 6 3 0 3 5 4 +1 9
6. საბურთალო 6 3 0 3 6 8 -2 9
7. დილა 7 1 4 2 7 8 -1 7
8. კოლხეთი 1913 6 2 1 3 9 11 -2 7
9. სამტრედია 6 2 1 3 4 7 -3 7
10. შუქურა 6 0 2 4 5 16 -11 2

0.111713