ფეხბურთი

16:17 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოგობერიშვილი თამაშობს და გააქვს

ალექსანდრე გოგობერიშვილი კვლავაც თამაშობს და გოლი გააქვს. 40 წლის ნახევარმცველი თბილისის "შევარდენშია", ლიგა3-ში გამოდის და გასულ ტურში ფკ "გორს" გოლიც გაუტანა.

საერთოდ, რაც სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა ამუშავდა, არაერთი კლუბი შეიქმნა და ასაკოვანი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ მოედანს. გოგობერიშვილი კი არსადაც არ წასულა... ჯერ კიდევ შარშან ამ დროს უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, კერძოდ, ბოლნისის "სიონში". გარდამავალი სეზონი "თელავში" გაატარა, ხოლო ახალი წლიდან "შევარდენშია".

"შევარდენს" 30 წელს გადაცილებული სხვა ფეხბურთელებიც ჰყავს: დავით ოდიკაძე, დაჩი ფოფხაძე, ბექა შეყრილაძე, ლაშა ჭელიძე... თუმცა "გოგობერას" შემთხვევა განსაკუთრებულია, მან 40 წელს გადააბიჯა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11284