ფეხბურთი

13:17 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "გაოცებული ვარ როგორ თამაშობდნენ მესის წინააღმდეგ"

ტურინის იუვენტუსის მცველმა დანი ალვეშმა თავის ექს კლუბთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში უცნაურ ემოციას იწვევდა მასში, თუმცა დასძინა, რომ ის თავის საქმეს აკეთებდა და შედეგით კმაყოფილია.

“ბარსელონას წინააღმდეგ თამაში? ეს რაღაც უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე და ჩემი სამუშაო შევასრულე. ვწუხვარ ჩემი ყოფილი თანაგუნდელების გამო, ისინი ჩემი მეგობრები არიან და მათი ძალიან კარგად მესმის. "კამპ ნოუზე" მხოლოდ დაცვაზე არ უნდა ვიფიქროთ. იქ თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა უნდა ვეცადოთ და გოლი გავიტანოთ. გაოცებული ვარ თუ როგორ თამაშობდნენ მესის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ “იუვენტუსს” დიდი შანსი აქვს”, - განაცხადა ალვეშმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11609