ფეხბურთი

12:13 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: “ასეთ მომენტზე ბავშვობიდან ვოცნებობდი"

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა პაულო დიბალამ, მეოთხედფინალური დაპირისპირების შემდგომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ასეთ მომენტზე ბავშობიდან ოცნებობდა.

“ჩვენ სრულყოფილები ვართ, ეს დიდი თამაში იყო. განმეორებით მატჩში ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ვიცით თუ რა შეუძლია “ბარსელონას” თავის სტადიონზე. როცა პატარა ვიყავი, ვოცნებობდი ასეთ მომენტზე და დღეს მე უბედნიერესი ვარ. ეს შედეგი გვაძლევს უფლებას, რომ უკეთესზე ვიფიქროთ. ახალი კონტრაქტი? მასთან ძალიან ახლოს ვარ. მე ტურინში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ხალხს ძალიან ვუყვარვარ და მიხარია რომ მეც შემიძლია გავახარო”, - თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა “ბარსელონას” დუბლი შეუსრულა, ხოლო რაც შეეხება განმეორებით მატჩს, 19 აპრილს თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება

.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113095