ავტოსპორტი

3:11 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ში თურქეთის დაბრუნება „პრინციპში შეთანხმებულია“

ფორმულა 1-ის ახალი შეფი ჩეიზ ქერი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოგანს შეხვდა და ფ1-ის კალენდარში ისტანბულის ეტაპის დაბრუნების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში შედგა და მას ტრეკის ოპერატორი, ვურალ აკი და თურქეთის მოტორსპორტის ფედერაციის შეფისერქან იაზიჩი ესწრებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ, აკმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა. აკის თქმით, ქერი ანკარაში მისი მიწვეულია. ეს არის ისტანბულელი ბიზნესმენი, ვისაც ეკუთვნის ავტომობილების გამქირავებელი კომპანია „ინტერსიტი“. ამ კომპანიამ ლიზინგით ისტანბულ პარკით 11 წლით სხარგებლობის უფლება შეისყიდა.

აკმა 2013 წელს სცადა ისტანბულში ფორმულა ერთის დაბრუნება, თუმცა ბერნი ეკლსტოუნთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. ფ1-ის მაშინდელმა მფლობელმა, მარტო პირველ რბოლაში 26 მილიონი დოლარი მოითხოვა. მაშინ სახელმწიფომ წამოწყებას მხარი არ დაუჭირა, რისი მიზეზიც სიძვირე გახდა.

ისტანბულ პარკზე პირველად ფ1-ის რბოლა 2005 წელს ჩატარდა. ტრეკის მშენებლობა 250 მილიონი დოლარი დაჯდა. ის ფ1-ში ცნობილი არქიტექტორის, ჰერმან ტილკეს მიერ არის დაპროექტებული. ტრასას აქვს ოთხ აპექსიანი მე-8 (მარცხენა) მოსახვევი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო და იმავდროულად, რთულ მოსახვევად არის აღიარებული. ისტანბულ პარკზე ფ1-ის რბოლა ბოლოს 2011 წელს ჩატარდა, რის შემდეგაც, ფინანსური პრობლემების გამო, ტრასა მსოფლიო ჩემპიონატის კალენდრიდან ამოვარდა.

მომავალ სეზონში ფ1-ის კალენდარში აღარ იქნება მალაიზიის დიდი პრიზი. სამაგიეროდ, ბრუნდება გერმანია და საფრანგეთი. თუ კალენდარში თურქული ეტაპიც დაბრუნდა, ეს ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში კალენდარში 22 ეტაპი შევა.

0.123144