ფეხბურთი

22:54 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" - "მონაკოს" მატჩი 12 აპრილს გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი "დორტმუნდსა" და "მონაკოს" შორის ბომბის აფეთქების გამო ხვალამდე გადაიდო. როგორც "გერმანული კლუბის ტვიტერის გვერდი იუწყება, "ბორუსიას" სტადიონიდან 10 კილომეტრში აფეთქება "დორტმუნდის" ავტობუსთან მოხდა. შედეგად, მარკ ბარტრა შუშის ფრაგმენტებით დაზიანდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"დორტმუნდის" ტვიტერის გვერდის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა ხვალ, 12 აპრილს თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

0.114617