ფეხბურთი

18:27 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყოველკვირეული "ფუტბოლი" ლეგენდარულ "დინამოს" იხსენებს

თბილისის "დინამო" - 1981. ამ ლეგენდარულ გუნდზე უცხოეთშიც არცთუ იშვიათად საუბრობენ და აი, რუსულმა ყოველკვირეულმა "ფუტბოლმა" კიდევ ერთხელ გაიხსენა.

ჟურნალისტ იური ალემანოვის სტატიაში ისეთი სიახლე არ წერია, რაც აქამდე არ იცოდა გულშემატკივართა ფართო წრემ. მოკლედ წერია მაშინდელი გუნდის ყველა ფეხბურთელზე და მწვრთნელ ნოდარ ახალკაცზე, მათი საფეხბურთო ღირსებები, კარიერის შემდგომი საქმიანობა და ა.შ.

სამწუხაროდ, ცა და დედამიწაა საქართველოს მაშინდელ და დღევანდელ ფეხბურთელებს შორის, თუმცა ვერც ვაი-ვიში გვიშველის და ვერც ნოსტალგიით ცხოვრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131639