ფეხბურთი

13:50 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიპი: “მილანის” ჩინელ ინვესტორებს ჩინეთში არავინ იცნობს”

ჩინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ ინვესტორებს, რომლებსაც “მილანის” შეძენა სურთ, ჩინეთში არავინ იცნობს.

“საჭიროა ეს ყველაფერი დასრულდეს. თუმცა, ინვესტორებს, რომლებსაც “მილანში” მისვლა სურთ, ჩინეთში არავინ იცნობს. განსხვავებით Suning-ისგან (ელექტრო ტექნიკის კომპანია ჩინეთში), რომელიც ძალიან ცნობილია”, - თქვა ლიპიმ.

შეგახსენებთ, “მილანში” ჩინელი ინვესტორების მისვლის შესახებ კარგა ხანია მიმდინარეობს საუბარი, მაგრამ დღემდე გუნდი არ გაყიდულა. ბოლო ინფორმაციით, ყველაფერი 13-14 აპრილს უნდა გადაწყდეს.

0.110467