ფეხბურთი

22:41 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ემერსონ პალმიერი: “ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება”

იტალიური “რომას” 22 წლის მცველს – ემერსონ პალმეირის იტალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი ეძლევა. ნატურალიზებულმა იტალიელმა თქვა, რომ ეს მისი შანსია და შევეცდები თავი გამოვიჩინოო.

“ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. ეს არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ და ვამაყობ საკუთარი თავით. ეს ჩემი შესაძლებლობაა და ვეცდები თავი გამოვიჩინო. სანაკრებო კარიერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს”, - თქვა ემერსონ პალმიერიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯამპიერო ვენტურა სამდღიან შეკრებას მესამედ მართავს და იტალიელი მწვრთნელი იმ ფეხბურთელებს აძლევს შანსს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ოფიციალურ მატჩებში ვერ ხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12916