სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

10:00 | 10.04.2017 | ნანახია 3687 - ჯერ

კვირკველია: "სიომინის დამსახურებაა, ახლა სახლში რომ არ ვზივარ"
ქართველ მცველი "ლოკომოტივში" კმაყოფილია და გუნდში დარჩენა სურს

რუსეთის პრემიერლიგის XXII ტურში მოსკოვის „ლოკომოტივი“ „როსტოვს“ დაუზავდა (0:0). თამაშის შემდეგ „რკინიგზელთა“ ქართველ მცველ სოლომონ კვირკველიას Sport-express-ის ჟურნალისტი გაესაუბრა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, იგი იური სიომინის მადლობელია, რომელიც მას ენდო და თამაშის საშუალება მისცა.

კვირკველიამ ამავე ინტერვიუში დასძინა, რომ სიამოვნებით დარჩება "ლოკომოტივში" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომაც. თავდაპირველად კი, ინტერვიუ "როსტოვთან" მატჩის შესახებ საუბრით დაიწყო:

- მოედანზე იყო ორი გუნდი, რომელიც თავს კარგად იცავდა. არცერთს ჰქონია ასპროცენტიანი საგოლე მომენტი და შესაბამისად, დაფიქსირებული შედეგი სრულიად ლოგიკურია.

- შუა კვირაში ითამაშეთ თასზე „უფას“ წინააღმდეგ. დაღლილობით იყო გამოწვეული ასეთი თამაში?

- არა. ჩვენმა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ყველა ფეხბურთელს კონდიციები აღედგინა. თავს ფიზიკურად კარგად ვგძნობდით.

- ყურბან ბერდიევთან საუბარი მოახერხეთ?

- არა, ამისთვის დრო არ მქონდა.

- და, სხვა ბიჭებთან?

- ვესაუბრე აზმუნს, ნავასსა და დევიჩს, რომლებიც „რუბინში“ ჩემი თანაგუნდელები იყვნენ.

- „ლოკომოტივს“ საგოლე მომენტები არ შეუქმნია. ეს არის უთამაშებლობის გამო მოხდა?

- არ ვიცი. ჩვენი მოწინააღმდეგე დაცვაში მჭიდროდ თამაშობდა და თამაშს კარგად კეტავდა. ანგარიშიც ამას ადასტურებს.

- იცოდით, რომ „როსტოვი“ ასე ითამაშებდა?

- „როსტოვი“ მუდმივად ხუთი მცველით თამაშობს და ასეთ დროს, რთულია მის კართან სახიფათო მომენტების შექმნა.

- რა გსურდათ?

- გოლის გატანა ჩაწოდების დროს, მაგრამ მეტოქეს მაღალი მცველები ჰყავდა, რომლებმაც თითქმის ყველა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგეს. ჩვენ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვსურდა.

- იური სიომინმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ „ლოკომოტივში“ ქართველები ყოველთვის იმარჯვებენ...

- არ ვიცი, რა თქვა სიომინმა, მაგრამ ნამდვილად მადლიერი ვარ მისი. ის ძალიან დამეხმარა. რომ არა სიომინი, არ ვიცი ახლა სად ვიქნებოდი. შესაძლოა, სახლში ვყოფილიყავი და მეყურებინა რუსეთის ჩემპიონატისთვის, მაგრამ მენდო და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია.

- „ლოკომოტივში“ დარჩენა გსურთ?

- რა თქმა უნდა, ასი პროცენტით. თუ კლუბს სურს, მეც იგივე მინდა.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია „ლოკომოტივს“ მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა, გუნდის მაისურით უკვე 6 თამაში ჩაატარა და ყველა ძირითად შემადგენლობაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ახალ გუნდს ჩინებულად მოერგო და დაცვის ლიდერად მალევე ჩამოყალიბდა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.085277