ფეხბურთი

19:55 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი: ბოლო ტურის წინ რთული ამოცანის წინაშე

საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ერთადერთი გზა დარჩა: პლეი-ოფში მოხვდეს და იქედან ეძიოს თავისი ბედი. თუმცა, ესეც იმ შემთხვევაში მოხდება თუ ავთანდილ ასათიანის გუნდი ბოლო ტურში ჯგუფის ფავორიტ და ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გრანდს, იტალიის ნაკრებს დაამარცხებს.

დასკვნითი ტურის წინ მეინ რაუნდის A ჯგუფის გამარჯვებული ცნობილია - იტალიამ ორივე თამაში მოიგო და 6 ქულით უკვე გაინაღდა სლოვენიაში თამაში. საქართველოს ნაკრებმა კი, ორ ტურში ამდენივე ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზეა, მაგრამ როგორც ზემოთ ვახსენეთ, "სკუადრა აძურასთან" ოდენ სამი ქულა დააკმაყოფილებს. თუმცა, რჩება ერთი ვარიანტიც: თუ საქართველო - იტალიის მატჩი ფრედ დასრულდება და ბელარუსი და ჰოლანდიაც ქულებს გაიყოფენ. ამ შემთხვევაშიც "ჯვაროსნები" პლეი-ოფში დაიბევებენ ადგილს.

რაც შეეხება უშუალოდ დღეს გამართულ მატჩს ბელარუსის ნაკრებთან - მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ჰოლანდიის ნაკრებთან. თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ რონინიოს გოლით, მაგრამ რად გინდა ზუსტად 12 წამში სტუმრებმა და კერძოდ, ჩერნიკმა წონასწორობა აღადგინა. ეს ყველაფერი მეორე ნახევრის სტარტზე მოხდა, მაგრამ დარჩენილ დროში ქართველთა ბევრი მცდელობის მიუხედავად ანგარიში და შესაბამისად, შედეგიც არ შეცვლილა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ბელარუსთა მეკარის, გოლოვინოვის თამაში, რომელმაც დიდებულად ითამაშა და საკუთარი გუნდი გოლისგან არაერთხელ იხსნა. საბოლოოდ, საქართველომ ორი დასანანი ქულა დაკარგა და ბოლო ტურის წინ, თავი ურთულეს სიტუაციაში ჩაიგდო.

რაც შეეხება ამავე ჯგუფის მეორე მატჩს - წერილის დასასყისში ვახსენე, რომ იტალიამ ორივე თამაში მოიგო და თუ პირველ ტურში აპენინელებს სამი ქულის მოპოვება გაუჭირდათ, დღეს, ჰოლანდიის ნაკრები უპრობლემოდ, 4:2 დაამარცხეს.

საქართველო - ბელარუსი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 რონინიო (21:07), 1:1 ჩერნიკი (21:19)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 27 (16) - 20 (14) კუთხურები: 11:5 გაფრთხილება: 1:1

ჰოლანდია - იტალია 2:4 (2:3)

გოლები: 0:1 ონორიო (07:40), 0:2 პატიასი (08:00), 1:2 ელ მორაბიტი (08:18), 2:2 ბუზამბუ (13:01), 2:3 პატიასი (18:31), 2:4 ბორდინიონი (35:16)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) - 22 (11) კუთხურები: 4:6 გაფრთხილება: 0:2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065741