ფეხბურთი

20:10 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძემ ლიდერს გაუტანა

პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 2:1 მოუგო ლიდერ "პორტიმონენსეს". გამარჯვებულთაგან პირველი გოლი ავთო ებრალიძემ გაიტანა.

ებრალიძეს პორტუგალიის უმაღლეს ლიგაშიც უთამაშია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მიეცა შანსი. ეს იყო თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში. ებრალიძე 25 წლის შემტევი ნახევარმცველია, მისი "ჟილ ვისენტე" მეექვსე ადგილზეა და უმაღლესში გადასვლის შანსი თითქმის არ აქვს.

0.116787