ფეხბურთი

14:30 | 8.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოკე დააყაჩაღეს

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი კოკე დააყაჩაღეს. შემთხვევა მადრიდში, ჩამბერის რაიონის ერთ-ერთ ავტოსადგომზე მოხდა. როდესაც კოკემ მანქანა გააჩერა, მასთან უცნობი პირი მივიდა და პისტოლეტი თავზე მიადო. საბოლოოდ, დამნაშავემ 25 წლის ფეხბურთელს საათი წაართვა, რომლის ღირებულებაც 70 ათას ევროს უტოლდება.

როგორც ირკვევა, კოკემ შემთხვევის თაობაზე ადგილობრივ პოლიციას აცნობა. სათვალთვალო კამერების დაკვირკვების შედეგად კი, ინციდენტი ყაჩაღობად შეფასდა.

კოკემ მიმდინარე სეზონში 43 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ბოლო პერიოდში ტრავმირებული იყო და ვარჯიში ახლახან განაახლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114061