ფეხბურთი

17:30 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” 60 მილიონი ბენზემასთვის გაამზადა

იტალიური “მილანი” მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კარიმ ბენზემას შეძენას გეგმავს. Tuttosport-ის ინფორმაციით, “როსონერი” მზადაა, ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ ესპანელებს 60 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ “მილანში” ჩინური ინვესტიცია ზაფხულამდე ჩაიდება, რის შესახებაც საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით კლუბი არ გაყიდულა.

აღსანიშნავია, რომ თუ ასე მოხდა, აზიელები ზაფხულში ტრანსფერებისთვის 150 მილიონის გამოყოფას გეგმავენ და როგორც ჩანს, ბენზემა პირველი სამიზნე იქნება.

კარიმ ბენზემას “რეალთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან 37 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126004