ფეხბურთი

16:30 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” დ’ამბროზიოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

მილანის “ინტერმა” და დანილო დ’ამბროზიომ თანამშრომლობა გააგრძელეს. როგორც “ნერაძურის” ვებგვერდი გვამცნობს, 28 წლის მცველმა მილანურ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

“საფეხბურთო კლუბი “ინტერნაციონალე” გატყობინებთ, რომ კონტრაქტი გახანგრძლივებულია დანილო დ’ამბროზიოსთან. მცველი “ინტერში” 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით დარჩება”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

დანილო დ’ამბროზიო “ინტერის” ღირსებას 2014 წლის იანვრიდან იცავს. მიმდინარე სეზონში იტალიელმა ფეხბურთელმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. დ’ამბროზიო მანამდე “ტორინოში” თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132054