ფეხბურთი

22:32 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პიშჩეკმა "დორტმუნდთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ლუკაშ პიშჩეკმა "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

პიშჩეკი "ბორუსიაში" 2010 წელს "ჰერტადან" გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 255 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ლუკაშმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გულშემატკივრები 5 გოლით გაახარა და ასევე 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

0.117179