ფეხბურთი

22:50 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ულრაიხი "ბაიერნს" დატოვებს

"ბაიერნის" გერმანელი მეკარე სვენ ულრაიხი მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია Kicker-მა გაავრცელა. გერმანული გამოცემის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელს იმედი არ აქვს, რომ მანუელ ნოიერის გუნდში ყოფნის პერიოდში სათამაშო დრო ექნება და ახალ კლუბს მოძებნის.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ულრაიხი. სვენი "შტუტგარტის" აკადემიაში ვარჯიშობდა და ყველა ასაკობრივი გუნდი გამოიარა. მთავარ გუნდში 2008 წელ დააწინაურეს და შვიდი წლის შემდეგ "ბაიერნში" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ულრაიხმა 3 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაუშვა.

0.131581