ფეხბურთი

12:50 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას ანტირეკორდები

„მანჩესტერ სიტის“ ესპანელ თავკაც პეპ გვარდილას რთული დროება უდგას. ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, მისმა გუნდმა წარუმატებელი სერია პრემიერლიგაში გააგრძელა და ორი ფრის შემდეგ დამარცხდა.

გუშინ „სიტის“ ლონდონში „ჩელსიმ“ 2:1 მოუგო. ქალაქელებისთვის ეს მეექვსე მარცხი იყო პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში. გვარდიოლასთვის, რომელსაც აქამდე „ბარსელონასა“ და „ბაირნში“ უმუშავია, ეს სარეკორდო მაჩვენებელია ერთ ტურნირში, ერთი სეზონის განმავლობაში განცდილი მარცხის მიხედვით.

გარდა ამისა, გვარდიოლას გუნდს აქამდე ერთიდაიმავე მოწინააღმდეგესთან სეზონში ორი თამაში არასდროს დაუთმია და ახლა „ჩელსისთან“ ეს ანტირეკორდიც დამყარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128489