ფეხბურთი

3:10 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “იუნაიტედი” ოთხეულს შორდება

“მანჩესტერ იუნაიტედს” პრემიერლიგაში ოქტომბრის (ბოლოს მე-9 ტურში გასვლაზე “ჩელსისთან” 0:4 დამარცხდა) შემდეგ არ წაუგია, თუმცა ძალიან ბევრ ფრეს თამაშობს (უკანასკნელი 20 მატჩიდან 10 მოგება და 10 ფრე) და ეს სატურნირო ცხრილშიც აისახება. “წითელ ეშმაკებს” გათამაშებაში ყველაზე მეტი ფრე აქვთ ნათამაშები, მე-5 ადგილზე არიან და მათ წინ მყოფ “მანჩესტერ სიტის” 4 ქულით ჩამორჩებიან.

“იუნაიტედი” “ოლდ ტრაფორდზე” “ევერტონს” დაუხვდა და ჩემპიონატში 6 თვის შემდეგ კინაღამ პირველად დამარცხდა. მერსისაიდელებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნეს: ფილ იაგიელკამ დავიდ დე ხეას და მარკოს როხოს არადამაჯერებელი თამაშით ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები ძალიან გააქტიურდნენ და ბევრი საგოლე შანსი შექმნეს. ერერამ და პოგბამ ბურთი ძელს მოარტყეს, ბლინდს და იმავე ერერას რობლესმა ძალიან რთული ბურთები აუღო, ხოლო იბრაჰიმოვიჩს მიზანმა ოდნავ უმტყუვნა. ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ანგარიშის გათანაბრება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს – 93-ე წუთზე ლუკ შოუს დარტყმის შემდეგ, ეშლი უილიამსმა ბურთი კარიდან ხელით გამოიტანა, რასაც პენალტის დანიშვნა და მისი გაძევება მოჰყვა. 11-მეტრიანი კი ზლატანმა შეასრულა ზუსტად და დისკვალიფიკაციის მოხდა გოლით აღნიშნა – 1:1.

კლაუდიო რანიერის წასვლის და კრეიგ შექსპირის დანიშვნის შემდგომ, “ლესტერი” შარშანდელივით ათამაშდა და პრემიერლიგაში მიჯრით მე-5 მატჩი მოიგო. “მელიებმა” შინ ბოლო ადგილოსანი “სანდერლენდი” მიიღეს და ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს. ანგარიში 69-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ისლამ სლიმანიმ გახსნა, ხოლო 78-ე წუთზე ჯეიმი ვარდის ჯერი დადგა - 2:0.

“ბარნლიმ” “ტურფ მურზე” “სტოკს” უმასპინძლა და ბოიდის გოლით საჭირო 3 ქულა მოიპოვა, ხოლო “ვიკარეიჯ როუდზე” ადგილობრივმა “უოტფორდმა” “ვესტ ბრომვიჩს” აჯობა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

ბარნლი – სტოკი 1:0 (0:0)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, კინი, მი, უარდი, ლოუტონი, ჰენდრიკი, ბარტონი, ბოიდი, დეფური (ბრედი 57), ვოკსი (ტარკოვსკი 85), ა.გრეი (ბარნესი 78).
მწვრთნელი: სეან დიჩი

სტოკი (3-4-2-1): გრანტი, შოუკროსი, მუნიესა, ინდი, კამერონი, ადამი, პიტერსი, დიუფი, ალენი (აფელაი 85), არნაუტოვიჩი, ბერაჰინო (კრაუჩი 71).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლი: ბოიდი (58)
გაფრთხილებები: უარდი, ბარტონი, ბოიდი -ადამი, ინდი
მსაჯი:
კევინ ფრენდი

ლესტერი – სანდერლენდი 2:0 (0:0)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, ბენალუაინი, სიმპსონი, ფუქსი, ნდიდი (კინგი 82), დრინკვოთერი, დ.გრეი (ოლბრაიტონი 62), მაჰრეზი, ოკაზაკი (სლიმანი 62), ვარდი.
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

სანდერლენდი (4-1-4-1): პიკფორდი, დენაიერი, კონე, ჯონსი, ოვიედო, კატერმოლი (ანიჩებე 73), ნდონგი, როდუელი (გიბსონი 80), ბორინი, ლარსონი (ხაზრი 73), დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 1:0 სლიმანი (69), 2:0 ვარდი (78)
გაფრთხილებები: კატერმოლი
მსაჯი:
გრემ სკოტი

უოტფორდი – ვესტ ბრომვიჩი 2:0 (1:0)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-3-3): გომეში, პროდლი (ჯანმაატი 45+3), ბრიტოსი, ჰოლებასი, კეტკარტი, კლევერლი, დაკური, კაპუ, ნიანგი (საკსესი 79), დინი, ამრაბატი (მარიაპა 69).
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

ვესტ ბრომვიჩი (4-3-3): ფოსტერი, ევანსი, მაკოლი (მორისონი 56), ნიომი, დოუსონი, ლივერმორი (რონდონი 61), ბრანტი, დ.ფლეტჩერი, კანუ, მაკკლინი (ფილიპსი 46), რობსონ-კანუ.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 1:0 ნიანგი (13), 2:0 დინი (49)
გაფრთხილებები: ბრიტოსი, ნიანგი – რობსონ-კანუ, მაკკლინი, ლივერმორი, ნიომი
გაძევება: ბრიტოსი (65)
მსაჯი:
პოლ ტერნი

მანჩესტერ იუნაიტედი – ევერტონი 1:1 (0:1)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა, ბაილი, ბლინდი (პოგბა 46), როხო, იანგი (შოუ 65), კერიკი (მხიტარიანი 65), ფელაინი, ერერა, რეშფორდი, ლინგარდი, იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ევერტონი (4-3-3): რობლესი, უილიამსი, იაგიელკა, ჰოლგეიტი, ბეინსი, ბერი, გაიე, ტ.დევისი, ბარკლი (კალვერტ-ლეუინი 80), მირალაში (პენინგტონი 67), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 0:1 იაგიელკა (22), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (94 პენ.)
გაფრთხილებები: იანგი – გაიე, ბერი, ტ.დევისი, რობლესი
გაძევება: უილიამსი (93)
მსაჯი:
ნილ სვერბრიკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119331