ფეხბურთი

2:00 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “როხიბლანკოს” ზედიზედ მე-5 გამარჯვება

ლა ლიგის 30-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა. “ატლეტიკომ” “ვისენტე კალდერონზე” ევროსაგზურისთვის მებრძოლი “სოსიედადი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

ერთადერთი, რაშიც სტუმრები მეტოქეს აღემატებოდნენ, ბურთის ფლობაა. ყველა სხვა სათამაშო კომპონენტში უპირატესობას “ატლეტიკო” ფლობდა და 3 ქულაც სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

მადრიდელებს გოლის გატანის პირველი რეალური შანსი 22-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ ანტუან გრიზმანს ხერონიმო რულიმ აჯობა. სამაგიეროდ, გოლით დასრულდა მომდევნო იერიში: ფელიპე ლუისის და ფერნანდო ტორესის მიერ მშვენივრად გათამაშებულ “კედელს” ბრაზილიელი მცველის გოლი მოჰყვა, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. ხუთ წუთში თავის გამოჩენა ტორესსაც შეეძლო, მაგრამ “ელ ნინიომ” 100%-იანი საგოლე შანსი ვერ გამოიყენა: ცარიელ კარს ბურთი ჯერ ძელს გაარტყა, ხოლო შემდეგ ააცილა. გოლის გატანა მშვენიერი მომენტი ჰქონდა ცვლილებაზე შემოსულ ანხელ კორეასაც, მაგრამ მიზანმა ოდნავ უმტყუნა. ბასკებს კი შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდათ და ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:0.

“ატლეტიკომ” ზედიზედ მე-5 მატჩში იმარჯვა და მე-4 ადგილოსან “სევილიას” 3 ქულით გაუსწრო, რომელიც დღეს გასვლაზე “ბარსელონას” ეთამაშება.

“ვილიარეალმა” ადრიანის გოლით გასვლაზე “ბეტისი” დაამარცხა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო “ბილბაომ” უბერებელი არიც ადურისის დუბლით შინ “ესპანიოლს” სძლია, “სოსიედადს” გადაუსწრო და ევროპა ლიგის ზონაში შევიდა.

ბილბაო – ესპანიოლი 2:0 (2:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ლაპორტე, ი.ალვარესი, დე მარკოსი, საბორიტი, ბენიატი (მ.რიკო 81), იტურასპე, რ.გარსია (სან ხოსე 73), მუნიაინი (უილიამსი 62), სუსაეტა, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ესპანიოლი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დ.რეიესი, ვ.ალვარესი, ვ.სანჩესი, ფუეგო, როკა (ხურადო 46), დიოპი, მელენდო (ჰ.პერესი 46), პიატი, ა.ვაზკესი (კაისედო 75).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: ადურისი (17 პენ; 37)
გაფრთხილებები: ი.ალვარესი – ვ.ალვარესი, დავიდ ლოპესი, ფუეგო
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

ატლეტიკო – სოსიედადი 1:0 (1:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი, გოდინი, სავიჩი, ხუანფრანი, ლუისი, გაბი, საული, კოკე, გრიზმანი (ა.კორეა 72), კარასკო, ფ.ტორესი (ხიმენესი 82).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

სოსიედადი (4-3-3): რული, რ.ნავასი, ი.მარტინესი, ბერჩიჩი, ოდრიოზოლა (ელუსტონდო 39), ზუბელდია, პრიეტო (ოიარზაბალი 46), გრანერო (ხუანმი 74), ველა, კანალესი, ვილიან ჟოზე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლი: ლუისი (28)
გაფრთხილებები: რული, ბერჩიჩი, ზუბელდია, რ.ნავასი
მსაჯი: უნდიანო მალენკო

ბეტისი – ვილიარეალი 0:1 (0:0)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (5-3-2): ადანი, პაცელა, ტოსკა (ალეგრია 78), ბ.გონსალესი, დურმისი, პიცინი (ხოაკინი 54), ბრასანაჩი (დონკი 77), სებალიოსი, პარდო, რ.კასტრო, სანაბრია.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ვილიარეალი (4-4-2): ა.ფერნანდესი, რუისი, მუსაჩიო, გასპარი, ანხელი, რ.ერნანდესი, ჯ.დოს სანტოსი, კასტილიეხო, რ.სორიანო (ბ.სორიანო 68), სანსონე (ბაკამბუ 64), ადრიანი (ხ.კოსტა 85).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლი: ადრიანი (47)
გაფრთხილებები: ბრასანაჩი, დურმისი – რუისი, ჯ.დოს სანტოსი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.193758