ფეხბურთი

18:20 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი" - ხუთი გოლი მეხუთე ტურში

თბილისის "ლოკომოტივმა" ქობულეთის "ჩელე არენაზე" 5:0 მოუგო ფოთის "კოლხეთს". ეს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში. ჰეთ-თრიქი შეასრულა მამია გავაშელიშვილმა და საგოლე პასიც მიითვალა. ორი ბურთი კი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. შედეგში არაფერია მოულოდნელი, მაგრამ ანგარიში... გიორგი დევდარიანის გუნდმა 10 ქულა დააგროვა და მინიმუმ ერთი დღით ლიდერია. ტური ხვალ დასრულდება.

რაც შეეხება გოლებს: გიორგი კიკნაძემ მარჯვნიდან ჩააწოდა, გავაშელიშვილმა კი კარიდან გამოსულ მეკარე ნიკა შერმადინს დაასწრო და ფეხით გაიტანა - 0:1.

თემურ ღონღაძემ წაართვა ბურთი მეტოქეს, მარჯვნივ გააყოლა ნოდარ ქავთარაძეს, რომლის დაბალ გადაცემას გავაშელიშვილის დარტყმა მოჰყვა. ბურთი ძელს მოხვდა და ისე შევარდა კარში - 0:2.

გავაშელიშვილმა ამჯერად საგოლე პასი მიითვალა. სიხარულიძეს ახლო მანძილიდან გაატანინა - 0:3.

სიხარულიძემ დუბლი მიითვალა, ქავთარაძის პასის შემდეგ გაიტანა დაახლოებით 12-13 მეტრიდან - 0:4. სიხარულიძე ბომბარდირთა შორის დაწინაურდა 4 გოლით.

"ლოკომოტივის" კაპიტან დავით უბილავას გარღვევა, პასი და გავაშელიშვილმა მოასწრო ცაციით ზუსტად დარტყმა - 0:5.

კოლხეთი -ლოკომოტივი 0:5 (0:1)

კოლხეთი: შერმადინი, კილასონია, გოგონაია, კერძევაძე, დაფე, ოტიენო (ლუკავა 33), ბოლქვაძე (ბუხაიძე 66), ჟიშკარიანი, ჯანელიძე, კორობკა, კოვტალიუკი

მწვრთნელი: გელა სანაია

ლოკომოტივი: ქურდაძე, ღონღაძე, ჭანტურია, რეხვიაშვიული, უბილავა, სამურკასოვი (გაბაძე 72), არდაზიშვილი (არველაძე 65), ქავთარაძე, კიკნაძე (ჩიტეიშვილი 57), გავაშელიშვილი, სიხარულიძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გოლები: 0:1 გავაშელიშვილი (16), 0:2 გავაშელიშვილი (60), 0:3 სიხარულიძე (64), 0:4 სიხარულიძე (81), 0:5 გავაშელიშვილი (88)

გაფრთხილება: სამურკასოვი, ქაურდაძე

გაძევება: ბუხაიძე (86)

მსაჯი: ნონიკაშვილი

1. ლოკომოტივი 5 3 1 1 10 4 +6 10
2. საბურთალო 4 3 0 1 4 4 0 9
3. ჩიხურა 4 2 1 1 4 2 +2 7
4. დინამო თბ 4 2 0 2 4 3 +1 6
5. დინამო ბთ 4 2 0 2 3 3 0 6
6. კოლხეთი 1913 5 2 0 3 8 10 -2 6
7. ტორპედო 4 1 2 1 4 4 0 5
8. დილა 4 1 1 2 2 3 -1 4
9. სამტრედია 4 1 1 2 2 4 -2 4
10. შუქურა 4 0 2 2 5 9 -4 2

მეხუთე ტურის კიდევ ერთი მატჩი დღეს გაიმართება, სამი - ხვალ:

4 აპრილი, სამშაბათი

ტორპედო (ქუთაისი) - დილა (გორი)

ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. 20:00 სთ.

5 აპრილი, ოთხშაბათი

დინამო (ბათუმი) - შუქურა (ქობულეთი)

ქობულეთი. "ჩელე არენა". 16:00 სთ.

დინამო (თბილისი) - ჩიხურა (საჩხერე)

თბილისი. "დინამო არენა". 18:00 სთ.

საბურთალო (თბილისი) - სამტრედია

თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. 20:00 სთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104449