ფეხბურთი

15:51 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მიჩელ სალგადო “გიბრალტარ იუნაიტედში”

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მიჩელ სალგადო “გიბრალტარ იუნაიტედის” დირექტორად დაინიშნა.

როგორც გამოცემა AS-ი წერს, 41 წლის ესპანელი გიბრალტარის პრემიერ დივიზიონის კლუბში სატრანსფერო პოლიტიკაზე იქნება პასუხისმგებელი.

“ეს არის რაღაც გრანდიოზულის დასაწყისი”, – თქვა სალდადომ.

შეგახსენებთ, რომ მიშელ სალგადომ კარიერა 1994 წელს სელტა B-ში დაიწყო. 1999-2009 წლები კი მან “რეალში” გაატარა, რომლის რიგებში 254 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. საფეხბურთო კარიერა 2012 წელს დაასრულა “ბლექბერნში”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112866