ფეხბურთი

11:10 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერესი ვენგერს “რეალში” ხედავს

არსენ ვენგერი შესაძლოა მადრიდის “რეალში” გადაბარგდეს. როგორც ესპანური გამოცემა As-ი წერს, სამეფო კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სურვილი გამოთქვა, რომ ვენგერი “რეალში” იხილოს.

წყაროს ინფორმაციით, თუ ვენგერი სეზონის ბოლოს “არსენალს” დატოვებს, მაშინ პერესი მზადაა ფრანგი მადრიდში გადაიბიროს. თუმცა, არა მთავარი მწვრთნელის, არამედ მენეჯრის ან სპორტული დირექტორის პოსტზე.

შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერი “მეთოფეებს 1996 წლიდან უდგას სათავეში და კლუბთან ერთად 3-ჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, 5-ჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, 5-ჯერ სუპერთასი და ერთხელ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც “ბარსელონასთან” 1:2 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115513