ფეხბურთი

10:14 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა - 2018 წლიდან შეცვლილი დროით

ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყების დრო 2018-2019 წლების სეზონიდან შეიცვლება. ევროპული ფეხბურთის გულშემატკივარი ჯგუფურ ეტაპზე დღეში 8 თამაშს იხილავს: ორი მატჩი ევროპული დროით 19:00 საათზე დაიწყება (21:00 საათზე თბილისის დროით), დარჩენილი ექვსი მატჩი კი 21:00 საათზე (თბილისის დროით 23:00).

აღნიშნული გადაწყვეტილებით უეფა იმედოვნებს, რომ ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს მეტ გულშემატკივარს შესძენს, განსაკუთრებით აზიასა და სამხრეთ ამერიკაში, რადგან ეს ქვეყნები დროის სხვა სარტყელში არიან და მათთვის შეცვლილი დრო ბევრად მისაღები იქნება.

აქვე გეტყვით, 2018-2019 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატებიდან (იტალია, გერმანია, ესპანეთი, ინგლისი) ოთხ-ოთხი გუნდი ითამაშებს საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114131