ფეხბურთი

20:39 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" "ბოკა ხუნიორსის" ფეხბურთელი შეიძინა

იტალიის ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ დამდეგი სეზონისთვის თადარიგს უკვე იჭერს და მორიგი ტრანსფერი განახორციელა. „იუვემ“ არგენტინული „ბოკა ხუნიორსისა“ და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი როდრიგო ბენტანკური შეიძინა.

19 წლის ფეხბურთელი უკვე ტურინშია, სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და გუნდთან კონტრაქტსაც გააფორმებს. იტალიური მედიის ცნობით, ნიჭიერი მოთამაშის შეძენა ტურინულ გრანდს 9.5 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც სამომავლოდ ბონუსებიც დაემატება.

როდრიგო ბენტანკური ურუგვაიში ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა. „ბოკა ხუნიორსში“ მას 2015 წლიდან მოყოლებული 59 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში გოლი ერთხელ გაიტანა. ურუგვაის 20-წლამდე ნაკრებში კი, დღემდე რვაჯერ ითამაშა და ერთი გოლი მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსმა“ ბენტანკურამდე კიდევ ორი ნიჭიერი მოთამაშე, მატია კალდარა და რიკარდო ორსოლინი შეიძინა.

0.109752