კალათბურთი

19:15 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შარაბიძის "ფენი ინდუსტრი" მაკედონიის ჩემპიონობისთვის იბრძვის

გიორგი შარაბიძის „ფენი ინდუსტრი“ მაკედონიის ჩემპიონობისთის ბრძოლას განაგრძობს. პირველი ეტაპი დასრულდა და გუნდები ორად გაიყვნენ: ლიდერებმა ცალკე ჯგუფი შექმნეს და ჩემპიონობისთვის აგრძელებენ ბრძოლას, აუტსაიდერები კი ლიგაში დასარჩენად იბრძვიან.

ჩემპიონობის მაძიებელთა ჯგუფშია შარაბიძის „ფენი ინტუსტრისი“, რომელმაც პირველი მატჩი ჩაატარა და დიდი ბრძოლის ხარჯზე „კუმანოვოს“ 101:98 სძლია. შარაბიძემ მოედანზე მხოლოდ 07:23 წუთი გაატარა და ერთადერთი ორქულიანი ააცილა, აქტივში კი თითო მოხსნა-პასი ჰქონდა.

“ფენი ინდუსტრისმა” 1 მოგებითა და 3 მარცხით ექვსგუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 5 აპრილს, სტუმრად, “რაბოტნიჩკისთან” ჩაატარებს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112742