ფეხბურთი

18:19 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ალვეშის არანორმალური სტატისტიკა

რით არის გამორჩეული ბრაზილიელი მეკარე დიეგო ალვეში? რა თქმა უნდა, პენალტების მოგერიებით. გუშინაც, "ვალენსია"-"დეპორტივოს" შეხვედრაში ბრაზილიელმა გოლკიპერმა პენალტი აუღო დეპორტივოელ ფესალი ფაჟრის.

ესპანურ პრიმერა დივიზიონში დიეგო ალვეშს უკვე 50 პენალტი დაურტყეს და აქედან 24 მოიგერია მეკარემ. ფაქტობრივად, 50 პროცენტი... ალვეშს 24-ჯერ გაუტანეს, ხოლო ორ შემთხვევაში ბურთი კარს ასცდა.

უშუალოდ ამ სეზონში კი, ვალენსიელთა მეკარემ უკვე მეხუთე პენალტი მოიგერია.

0.112426