ფეხბურთი

13:17 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “100 გოლი გავიტანე, ძალიან ბედნიერი ვარ”

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში “ბარსელონამ” “გრანადა” 4:1 დაამარცხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 91-ე წუთზე ნეიმარმა დააფიქსირა და ეს გოლი 25 წლის ბრაზილიელისთვის “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 177 მატჩში მე-100 გამოდგა.

თამაშის შემდეგ ბრაზილიელმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პირადი მიღწევით კმაყოფილია, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებააო.

“ბედნიერი ვარ, რომ “ბარსელონას” მაისურით მე-100 გოლი გავიტანე. ეს ყველაფერი ჩემს თანაგუნდელებს მივუძღვენი, ისინი ყოველთვის მეხმარებიან. თუმცა, პირად შედეგზე მეტად გუნდის გამარჯვება მახარებს, რადგან ეს უფრო მნიშვნელოვანია”- განაცხადა ნეიმარმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114737