ფეხბურთი

22:24 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემას რეკორდი - ესპანეთში ყველას გაუტანა

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ საინტერესო შედეგი დააფიქსირა. ფრანგმა ფორვარდმა ლა ლიგის XXIX ტურში “ალავესის” კარი დალაშქრა და ახლა ესპანეთში არ დარჩენილა გუნდი, რომლის კარშიც მას გოლი არ გაუტანია. რა თქმა უნდა, საუბარი იმ გუნდებზეა, რომლის წინააღმდეგ ქარიმს ერთხელ მაინც უთამაშია.

ბენზემას ყველაზე მეტი 10 გოლი “გრანადასთვის” აქვს გატანილი, ხოლო “ბარსელონას” კარი აქამდე ექვსჯერ დალაშქრა.

მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 23 შეხვედრა და 9 გოლია.

0.115017