ფეხბურთი

20:11 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” გალიდერების შანსი დაკარგა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტური ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” დასრულდა, სადაც საჩხერის “ჩიხურამ” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა. მატჩი დაძაბული გამოდგა მოლოდინისამებრ და საბოლოოდ, სამი ქულა აჭარლებს დარჩათ.

შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა: 59-ე წუთზე ჩინებულად ითამაშა შეტევაში გიორგი ქავთარაძემ, რომელმაც საჩხერელი მცველები გააბითურა და კარის გასწვრივ გააკეთა გადაცემა, სადაც უმეთვალყურეოდ იყო დარჩენილი ვალერიან თევდორაძე და გატანა არ გასჭირვებია – 0:1. ამ ეპიზოდმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა და “დინამომ” სეზონში მეორე მატჩი მოიგო. თავის მხრივ, “ჩიხურამ” გალიდერების შანსი დაკარგა და ამასთან, პირველად წააგო მიმდინარე სეზონში.

სოსო ფრუიძის გუნდი ახლა მეორე ადგილზეა შვიდი ქულით, ხოლო ბათუმის “დინამო” მოპოვებული სამი ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციამდე დაწინაურდა. მომდევნო ტურის მატჩები 4 და 5 აპრილს გაიმართება. “ჩიხურა” თბილისში, “დინამოს” ესტუმრება, ხოლო ლევან ხომერიკის გუნდს აჭარული დერბი ელოდება ქობულეთის “შუქურასთან”.

“ჩიხურა” – “დინამო” (ბთ) 0:1 (0:0)

ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”

“ჩიხურა” (4-2-3-1): ჰამზიჩი; ჭელიძე, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე; დობროლოვსკი, გორგიაშვილი; კორიფაძე (გეგეჭკორი 72), ივანიშვილი (სარდალიშვილი 61), გაბედავა; გელაშვილი (ტატანაშვილი 65)

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“დინამო” (ბთ) (4-4-2): ტიმაფეევი; მარტენაძე, გოგიტიძე, თარხნიშვილი, კვირკველია; ქავთარაძე (გორელიშვილი 79), თევდორაძე (შონია 60), სუხიაშვილი, ფონიავა (ფლამარიონი 72); კენედი, კვასოვი

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

გოლი: 0:1 თევდორაძე (59)

გაფრთხილება: ჩიკვაიძე (72), სარდალიშვილი (77) – ტიმაფეევი (90)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

1. საბურთალო 4 3 0 1 4:4 9
2. ჩიხურა 4 2 1 1 4:2 7
3. ლოკომოტივი 4 2 1 1 5:4 7
4. დინამო (თბ) 4 2 0 2 4:3 6
5. დინამო (ბთ) 4 2 0 2 3:3 6
6. კოლხეთი 4 2 0 2 8:5 6
7. ტორპედო 4 1 2 1 4:4 5
8. დილა 4 1 1 2 2:3 4
9. სამტრედია 4 1 1 2 2:4 4
10. შუქურა 4 0 2 2 5:9 2
0.112014