ფეხბურთი

21:20 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკომ ტოტის რეკორდი გააუმჯობესა

ბოსნიის ეროვნული ნაკრების და "რომას" თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ "ემპოლისთან" მოგებულ (2:0) მატჩში დუბლი შეასრულა და ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით კლუბის რეკორდსმენი გახდა. 31 წლის ფორვარდს 33-ჯერ გამოიჩინა თავი და ერთი გოლით გააუმჯობესა ფრანჩესკო ტოტის მიერ 2006/07 წლების სეზონში დაფიქსირებული შედეგი.

ჯეკო იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში 23 გოლით პირველ ადგილზეა. ედინი "მგლებს" 2015 წელს იჯარის წესით "მანჩესტერ სიტიდან" შეუერთდა და ერთი წლის შემდეგ "რომამ" ფეხბურთელი 11 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდა. სულ იტალიური გუნდის მაისურით ფეხბურთელმა 80 შეხვედრა ჩაატარა და გულშემატკივრები 43-ჯერ გაახარა.

0.103175