ფეხბურთი

22:43 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჩელსი” დერბიში მოულოდნელად დამარცხდა

პრემიერლიგა ორკვირიანი პაუზის შემდგომ, ძალიან საინტერესო მატჩებით დაგვიბრუნდა. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯზე” თანაქალაქელ “კრისტალ პალასს” დაუხვდა და მოულოდნელი მარცხი განიცადა.

მასპინძელთათვის შეხვედრა მშვენივრად დაიწყო და მე-5 წუთზე სესკ ფაბრეგასმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. გაშვებულ გოლს “არწივები” არ დაუბნევია, პირიქით, დამატებითი ენერგია შესძინა და სულ ექვს წუთში უკვე “არისტოკრატები” აღმოჩნდნენ მდევრის როლში: მე-9 წუთზე ვილფრიდ ზაჰამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო ორ წუთში კრისტიან ბენტეკემ ეფექტური გოლი გაიტანა და სტუმრები დააწინაურა.

ბუნებრივია, რომ დარჩენილ დროში “ჩელსის” ძალიან დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა და არაერთხელ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა უეინ ჰენესის დიდებულმა თამაშმა (10 სეივი გააკეთა) და დამაგვირგვინებელ ფაზაში ცუდმა თამაშმა პრემიერლიგის ლიდერი უქულოდ დატოვა – 1:2.

“ჩელსის” პრემიერლიგაში ბოლოს შინ 2016 წლის 16 სექტემბერს “ლივერპულთან” ჰქონდა წაგებული (1:2). მას შემდგომ, ლონდონელებმა “სტემფორდ ბრიჯზე” ყველა თამაში მოიგეს.

“კრისტალ პალასმა” კი, ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონას 4 ქულით მოცილდა.

მერსისაიდული დერბი შედგა “ენფილდ როუდზე”, სადაც ადგილობრივმა “ლივერპულმა” “ევერტონი” დაჩაგრა და 3 ქულა დამსახურებულად მოიპოვა. მასპინძლები მე-8 წუთზე სადიო მანემ დააწინაურა, რომელმაც მშვენიერი გარღვევა გოლით დააგვირგვინა. 28-ე წუთზე პენინგტონმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა, თუმცა სამ წუთში ფელიპე კოუტინიომ ულამაზესი გოლი გაიტანა და ტაიმი მაინც “წითლებმა” მოიგეს. მეორე ნახევარში კი, თავის გამოჩენა ცვლილებაზე შემოსულმა დივოკ ორიჯიმაც მოახერხა და “ლივერპულმა” დამაჯერებლად იმარჯვა – 3:1.

“ჩელსის” წაგებით ისარგებლა “ტოტენჰემმა”, რომელმაც დაიერის და სონის გოლებით გასვლაზე “ბარნლი” დაამარცხა და ლიდერთან ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა.

კრეიგ შექსპირის ხელში ბრწყინვალედ ათამაშდა მოქმედი ჩემპიონი “ლესტერი” და ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. “მელიებმა” შინ “სტოკი” მიიღეს და ნდიდის და ვარდის გოლებით გაუმასპინძლდნენ – 2:0.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბას და ხუან მატას გარეშე მოთამაშე “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩს” დაუხვდა, უდიდესი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, გოლის გატანა ვერ მოახერხა და მე-4 ადგილზე მიახლოების კარგი შანსი გაუშვა – 0:0.

გასავარდნ ზონაში მყოფმა “ჰალმა” შინ “ვესტ ჰემი” მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ქულებით მე-17 ადგილზე მყოფ “სუონსის” გაუთანაბრდა, ხოლო ბოლო ადგილოსანი “სანდერლენდი” გასვლაზე ”უოტფორდთან” დამარცხდა და პრემიერლიგაში დარჩენის შანსები კიდევ უფრო შეიმცირა.

დღის დასკვნითი შეხვედრა “სენტ მერი სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “საუთჰემპტონმა” და “ბორნმუთმა” ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს. თუმცა, ამის გაკეთება ორივე გუნდს ბევრჯერ შეეძლო. განსაკუთრებით კარგი შანსი სტუმრებს 79-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ არტერმა პენალტი ააცილა – 0:0.

ლივერპული – ევერტონი 3:1 (2:1)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, მატიპი, ლოვრენი, კლაინი, მილნერი, ჩანი, ლეივა, ვეინალდუმი, მანე (ორიჯი 57), კოუტინიო (ალექსანდერ-არნოლდი 75), ფირმინო (კლავანი 90).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ევერტონი (3-4-3): რობლესი, უილიამსი, პენინგტონი (ბერი 67), იაგიელკა, გაიე, ტ.დევისი (ე.ვალენსია 66), ჰოლგეიტი, ბეინსი, კალვერტ-ლეუინი (მირალაში 82), ბარკლი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 1:0 მანე (8), 1:1 პენინგტონი (28), 2:1 კოუტინიო (31), 3:1 ორიჯი (60)
გაფრთხილებები: ჩანი – ტ.დევისი, ბარკლი, უილიამსი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

ბარნლი – ტოტენჰემი 0:2 (0:0)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, კინი, მი, უარდი, ლოუტონი, ჰენდრიკი, ბარტონი, ბოიდი (ბრედი 74), არფილდი (დეფური 78), ა.გრეი (ვოკსი 56), ბარნესი.
მწვრთნელი: სეან დიჩი

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი, დაიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ვინკსი (მ.სისოკო 45+2), ვანიამა (დემბელე 44), ბ.დევისი, ტრიპიერი, ერიკსენი, ალი, იანსენი (სონი 73).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 დაიერი (66), 0:2 სონი (77)
გაფრთხილებები: კინი, ბარნესი
მსაჯი: სტიუარტ არტველი

ჩელსი – კრისტალ პალასი 1:2 (1:2)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი’

ჩელსი (3-5-1-1): კურტუა, ლუისი, აზპილიკუეტა, კეჰილი, ფაბრეგასი (ლოფტუს-ჩიკი 97), მატიჩი (ვილიანი 59), კანტე, ალონსო (ბაჩუაი 74), პედრო, აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, ტომკინსი (დანი 46; დელანი 60), სახო, უარდი, შლუპი, მილივოიევიჩი, კაბაიე, ზაჰა, პანჩონი, თაუნსენდი (კელი 60), ბენტეკე.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 ფაბრეგასი (5), 1:1 ზაჰა (9), 1:2 ბენტეკე (11)
გაფრთხილებები: კოშტა, კეჰილი, ლუისი – ბენტეკე, მილივოიევიჩი
მსაჯი: კრეიგ პოუსონი

ჰალი – ვესტ ჰემი 2:1 (0:1)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (3-5-2): იაკუპოვიჩი, კ.დევისი (გროსიცკი 46), მაგუირე, რანოკია, ნ’დიაიე (მელონი 79), მარკოვიჩი, კლუკასი, ელმოჰამადი, რობერტსონი, ა.ერნანდესი (ჰენრიკსენი 80), ნიასე.
მწვრთნელი: მარკო და სილვა

ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი, კოლინსი, ფონტე, ბაირამი, კრესველი (მასუაკუ 68), ლანცინი, კუაიტე (კალერი 92), სნოდგრასი (ე.ფერნანდესი 66), ა.აიუ, ფეგული, ე.კეროლი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 0:1 ე.კეროლი (18), 1:1 რობერტსონი (53), 2:1 რანოკია (85)
გაფრთხილებები: ნიასე, ნ’დიაიე – ფონტე, ე.კეროლი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

ლესტერი – სტოკი 2:0 (1:0)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი, ჰუტი, ბენალუანი, სიმპსონი, ფუქსი, დრინკვოთერი, ნდიდი, მაჰრეზი, დ.გრეი (ჩილველი 87), ოკაზაკი (ამარტი 73), ვარდი (სლიმანი 81).
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

სტოკი (4-4-2): გრანტი, ინდი, შოუკროსი, პიტერსი, გ.ჯონსონი, ალენი, ველანი (ადამი 70), სობი, არნაუტოვიჩი, უოლტერსი (კრაუჩი 54), ბერაჰინო (დიუფი 70).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 ნდიდი (25), 2:0 ვარდი (47)
გაფრთხილებები: ფუქსი – შოუკროსი, ველანი, კრაუჩი, არნაუტოვიჩი
მსაჯი: ლი მეისონი

მანჩესტერ იუნაიტედი – ვესტ ბრომვიჩი 0:0

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, როხო, ბაილი, იანგი, ა.ვალენსია, კერიკი, ფელაინი, მარსიალი, მხიტარიანი (რუნი 74), ლინგარდი, რეშფორდი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ვესტ ბრომვიჩი (4-3-2-1): ფოსტერი, მაკოლი, ევანსი, ნიომი, კ.დოუსონი, დ.ფლეტჩერი, ბრანტი, ლივერმორი, მაკკლინი (მორისონი 57), ჩადლი (იაკობი 67), რობსონ-კანუ (რონდონი 70).
მწვრთნელი: ტონი პულისი

გაფრთხილებები: როხო, ფელაინი, რუნი – ნიომი, ლივერმორი, იაკობი
მსაჯი: მაიკლ დინი

უოტფორდი – სანდერლენდი 1:0 (0:0)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-3-2-1): გომეში, ქაბული (ჯანმაატი 42), ბრიტოსი, ჰოლებასი, კეტკარტი, დაკური, კლევერლი, კაპუ, ნიანგი (ზუნიგა 87), ამრაბატი (საკსესი 53), ოკაკა.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

სანდერლენდი (3-4-3): პიკფორდი, ოში, კონე, დენაიერი, გიბსონი (ნდონგი 61), როდუელი, ჯონსი, ოვიედო, ბორინი, იანუზაი (ხაზრი 70), დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლი: ბრიტოსი (59)
გაფრთხილებები: კაპუ – ჯონსი, ხაზრი, კონე
მსაჯი: ლი პრობერტი

საუთჰემპტონი – ბორნმუთი 0:0

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, იოშიდა, სტეფენსი, სოარეში, ბერტრანი, ს.დევისი, რომეუ, უარდ-პროუსი (ბუფალი 63), ტადიჩი (მაკქუინი 81), რედმონდი, ჯ.როდრიგესი (ლონგი 63).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი, ფრანცისი, კუკი, დანიელსი, სმიტი, სურმენი (არტერი 46), გოსლინგი, ფრეისერი, პოგი, აფობი, კინგი (უილშირი 70).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გაფრთხილებები: რომეუ
მსაჯი:
ჯონათან მოსი

79-ე წუთზე არტერმა პენალტი ვერ გაიტანა (ააცილა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.507144