ფეხბურთი

0:20 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხუან მატას ერთი თვე გაუცდება

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” ესპანელ ნახევარმცველ ხუან მატას ერთი თვე მოისაკლისებს. Telegraph-ის ინფორმაციით, სწორედ ხსენებული დრო დასჭირდება 28 წლის ნახევარმცველის გამოჯანმრთელებას.

მატამ 30 მარტს საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და თავდაპირველი ცნობით, მას მიმდინარე სეზონში ვეღარ უნდა ეთამაშა, მაგრამ როგორც ჩანს, დაზიანება არც ისე მძიმე გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ მატა “მანჩესტერის” ცხრა მატჩს გამოტოვებს. მიმდინარე სეზონში ესპანელის ანგარიშზე 40 მატჩი და 10 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110688