ფეხბურთი

21:32 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხავი მორენო: “ბენზემა “რეალის” მესია”

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ხავი მორენო, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, ესპანურ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ქარიმ ბენზემა “რეალისთვის” ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც “ბარსელონასთვის” ლიონელ მესი.

“ჩემი აზრით, ქარიმ ბენზემა “რეალის” საუკეთესო ფეხბურთელია – “სამეფო კლუბის” მესი. როდესაც კრიშტიანუ რონალდუ ვერ თამაშობს ჩვეულ დონეზე, მაშინ ბენზემა ყოველთვის ლიდერია. ვინც ფრანგს აკრიტიკებს, მათ ფეხბურთის არაფერი ესმით”, - უთხრა Diario Madridista-ს ხავი მორენომ.

ხავი მორენომ ფეხბურთის თამაში “ბარსელონაში” დაიწყო, ხოლო შემდგომ ძალიან ბევრ გუნდში ითამაშა. მათ შორის, “ალავესში”, “მილანში”, “ატლეტიკოში”, “ბოლტონში”, “სარაგოსასა” და “კორდობაში”. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2001 წელს 5 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.11146