ფეხბურთი

14:00 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” ტრიო გამოაკლდა

მადრიდის “ატლეტიკოს” სამმა მოთამაშემ: მიგელ ანხელ მოიამ, ნიკოლას გაიტანმა და კევინ გამეირომ ტრავმები მიიღეს და ლა ლიგის უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებენ.

აღნიშნული სამი ფეხბურთელის გარდა, “როხიბლანკო” ამავე მიზეზის გამო, აუგუსტო ფერნანდესს, ტიაგო მენდეშს და სიმე ვრსალკოს მოისაკლისებს, ხოლო იანიკ ფერეირა კარასკო დისკვალიფიცირებულია. შესაბამისად, დიეგო სიმეონეს ნახსენები დანაკლისის აღმოფხვრა ახალგაზრდული გუნდის ხარჯზე მოუწია და მომავალი მატჩის განაცხადში სარეზერვო გუნდიდან სამი ფეხბურთელი შეიყვანა: კეიდი, ოლაბე და ალბერტო როდრიგესი.

“ატლეტიკოს” 19-კაციანი სამატჩო განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ობლაკი, მორეირა;
მცველები: გოდინი, ლუკასი, სავიჩი, ლუისი, ხუანფრანი, ხიმენესი, ალბერტო როდრიგესი;
ნახევარმცველები: კოკე, საული, გაბი, ტეიე, ჩერჩი, კეიდი, ოლაბე;
თავდამსხმელები: გრიზმანი, ფ.ტორესი, ა.კორეა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩში “ატლეტიკო” დღეს გასვლაზე “მალაგას” დაუპირისპირდება. შეხვედრა საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112572