ფეხბურთი

2:10 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: კატალონიელთა გვიანი “ქამბექი”

ლა ლიგა ორკვირიანი პაუზის შემდგომ “კორნელია ელ პრატზე” გამართული შეხვედრით დაგვიბრუნდა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი “ესპანიოლი” და “ბეტისი” დაუპირისპირდნენ.

მატჩის მთავარი მოვლენები უკანასკნელ 15 წუთში განვითარდა. 76-ე წუთზე ხავი ფუეგომ საკუთარ საჯარიმოში სანაბრია წააქცია, რაზეც გონსალეს გონსალესმა პენალტი დანიშნა, რომელიც რუბენ კასტრომ უნაკლოდ შეასრულა და “ბეტისი” დააწინაურა. ათ წუთში ფუეგომ საკუთარი შეცდომა გამოასწორა, მან მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 90-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ხოსე ანტონიო რეიესმა ახალგაზრდობა გაიხსენა, ულამაზესი გოლი გაიტანა და “კორნელია ელ პრატზე” შეკრებილი პუბლიკა ბრწყინვალე “ქამბექით” გაახარა – 2:1.

“ესპანიოლს” 29 ტურის შემდეგ 43 ქულა დაუგროვდა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო “ბეტისი” 31 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

ესპანიოლი – ბეტისი 2:1 (0:0)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დ.რეიესი, ხ.ლოპესი, კარისოლი, ფუეგო, ვ.სანჩესი, ხურადო (მელენდო 56), პიატი, ხ.მორენო, კაისედო (ხ.ა.რეიესი 56)
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ბეტისი (5-3-2): ადანი, ტოსკა, პაცელა, ბ.გონსალესი, დურმისი (ხოაკინი 71), რ.ნავარო, პარდო, სებალიოსი, ბრასანაჩი (ა.მარტინესი 89), რ.კასტრო (პეტროსი 80), სანაბრია.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 0:1 რ.კასტრო (78 პენ.), 1:1 ფუეგო (87), 2:1 ხ.ა.რეიესი (90)
გაფრთხილებები: ფუეგო, ხ.ლოპესი – პეტროსი
მსაჯი: გონსალეს გონსალესი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150992