ფეხბურთი

13:27 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

უელსის ნაკრების მცველს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის

უელსის ეროვნული ნაკრების მცველს ნილ ტეილორს, რომელმაც ირლანდიის ნაკრებთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მეტოქე სიმუს კოულმენს უმძიმესი ტრავმა მიაყენა, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის.

The Irish Time-ის ცნობით, ფიფამ ტეილორის წინააღმდეგ სადისციპლინო საქმე აღძრა და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის განაჩენი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

24 მარტს დუბლინში გამართული მატჩის (0:0) 69-ე წუთზე ტეილორის ზღვარგადასული უხეშობის შედეგად კოულმენს წვივის ძვალი გაუტყდა (VIDEO). ირლანდიელ ფეხბურთელს საავადმყოფოში გადაყვანისთანავე ოპერაცია ჩაუტარდა და მოედანზე გასვლას სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ფიფა, კლუბების დაცვის პროგრამის ფარგლებში, კოულმენს მკურნალობის პერიოდში ყოველკვირეულად 50 ათას გირვანქა სტერლინგს გადაუხდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136516