ფეხბურთი

19:44 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ ლამელას მიმდინარე სეზონი გაუცდება

“ტოტენჰემის “ 25 წლის ფეხბურთელს ერიკ ლამელას ოპერაცია სჭირდება. აღნიშნულ ინფორმაციას “ტოტენჰემის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

არგენტინელმა ბარძაყის დაზიანება 2016 წლის ოქტომბერში მიიღო და მას შემდგომ მრავალი გამოკვლევა ჩაუტარდა. როდის დაუბრუნდება ლამელა მოედანს, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მიმდინარე სეზონი მთლიანად გაუცდება.

მიმდინარე სეზონში “ტოტენჰემის” შუახაზელს 14 მატჩი, 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

0.112796