ფეხბურთი

19:16 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მაჰმუდ დაჰუდი “გლადბახიდან” “დორტმუნდში”

“გლადბახის” ახალგაზრდა ნახევარმცველი მაჰმუდ დაჰუდი ზაფხულში “დორტმუნდში” გადავა. შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს “გლადბახის” რიგებში ჩაამთავრებს.

“მაჰმუდ დაჰუდი ზაფხულში “გლადბახს” დატოვებს, მართალია მას გუნდთან კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი აკავშირებს, თუმცა მოლაპარაკებები უკვე დასრულდა და შეთანხმებას მივაღწიეთ,” – ამ ინფორმაციას “გლადბახის” ოფიციალური საიტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველმა, რომელიც წარმოშობით სირიიდანაა, თუმცა გერმანიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს, “გლადბახის” შემადგენლობაში 102 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

0.112116