ფეხბურთი

0:00 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯამპიერო ვენტურა: “მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრს გავაოცებთ”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ ჰოლანდიასთან მოგებული მატჩის (2:1) შემდგომ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამ ფორმაციის გუნდს 2018 წელს რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი შანსი აქვს:

“ჩვენ ვიზრდებით და ვცდილობთ გავძლიერდეთ, გუნდი ავაშენოთ. ამ ფეხბურთელებს გუნდური სულისკვეთება და ბრძოლის უნარი აქვთ. ეს გამარჯვებები მეტ სტიმულს გვაძლევს და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრს გავაოცებთ”, - განაცხადა ვენტურამ.

შეგახსენებთ, რომ ვენტურამ იტალიის ნაკრები 2016 წლის ივლისში ჩაიბარა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 8 მატჩიდან 5 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ერთი წააგო.

0.111068