ფეხბურთი

16:50 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკო პიაცას დაზიანება მძიმე აღმოჩნდა

მარკო პიაცა ტრავმირებულია. ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და “იუვენტუსის” 21 წლის თავდამსხმელმა მუხლის დაზიანება ესტონეთთან წაგებულ ამხანაგურ მატჩში (0:3) მიიღო. ხორვატი არაბუნებრივად დავარდა გაზონზე, რომლის შემდგომ მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.

ტრავმა უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მას მედიკოსები მოელოდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რა დრო გაუცდება ახალგაზრდა ფეხბურთელს.

შეგახსენებთ, რომ მარკო “ბებერი ქალბატონის” რიგებში 2016-2017 წლების სეზონში “დინამო ზაგრებიდან” გადავიდა და დღემდე 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114033