ფეხბურთი

1:00 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” ტიაგოს ფასი დაადო

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობამ, კლუბის ნახევარმცველის ტიაგო ალკანტარას სატრანსფერო თანხა დაასახელა. ცნობილი გამოცემა Sport-ი იუწყება, რომ გერმანული გრანდი ტიაგოს 90 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

აღნიშნული წყაროს ცნობით, “ბარსელონას” ბრაზილიური წარმოშობის მოთამაშის დაბრუნება სურს, მაგრამ “ბაიერნი” 25 წლის ფეხბურთელის გასხვისებას 90 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ალკანტარა “ბარსელონას” აღზრდილია და “ბაიერნში” 2013 წელს 25 მილიონ ევროდ გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში “რეკორდმაისტერის” მაისური 32-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126283