ბლოგი

10:30 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვლავ ის ორნი
  • გაზაფხული წელში გამიართა და გვარიანადაც დაცხა. აბა ამ დროს ველზე ჯირითი იქნება? თან ეს რა ბუკისა და ნაღარის ხმაა ჩემო მეგობარი სანჩო? ვინ ზეიმობს აგრერიგად და რა ამბავია?
  • მეტი რაღა ამბავი უნდა იყოს ჩემო ბატონო. აგერ, იმ ველის ბოლოს, პატარა სოფელია და იქაურებს საზეიმო ჰაი ჰაი რომ აქვთ და აქვთ.
  • მაინც რას ზეიმობენ ამოშაქრე შე ზანტო და ურჯუკო შენა!
  • ერთ აქაურს საფსონო ალაგას მოუგია დიდი ფული და აბა როგორ არ იზეიმებენ...
  • ეს საფონო ალაგი რაღაა სანჩო? ან ეს ლარი რა უბედურებაა?
  • ეს როგორ არ იცი ჩემო ბატონო? ამ ცისქვეშეთში ყველაზე ხელიხელსაგოგმანები ადგილი სწორედ საფსონო ალაგია და თან ისე აფსონებ, რომ სათამაშო ფუნდუკში შესვლაც კი არ გინდა. მაშ!
  • მოიცადე, სულ ამებნა თავგზა. ეგ როგორ? მაშ აბა როგორ თამაშობ ბანქოსა და ფეხბურთსა?
  • ინტერნეტში შეხვალ დიდო რაინდო, ფსონს ყოფ იქიდანა და ფულიც ისე კოხტად ჩაგიჩხრიალდება ვირტუალურ ქისაში – შენი მოწონებული.
  • ვახ, ეს რაები მესმის. განა ეგეთი რამეც შეიძლება?
  • აქაური ფულია ჩემო ბატონო. ზედ სულ ჭკვიანი და გამოჩენილი ხალხი ახატია. მე ყველაზე მეტად 500 ლარიანი მომწონს. იგეთია, რომ ავ თვალს არ დაენახვება.
  • ვითომ ჩვენს პესოებს სჯობია?
  • ჯობია და მერე როგორ. თან ახლა სადღაა ის ბეჩავი პესო? ახლა ლამანჩაშიც, ესპანეთშიც და მთელს ევროპაშიც ფულს ევრო ქვია და ვინ იცის ჩვენი მეფეები სულ საფლავში მალაყებს აკეთებენ. – ჩვენი სახეები ფულზე რატომ აღარ გიხატიათო. ამათ კიდე გამოჩენილი ხალხი ფულზე ჩახატულ–ჩაწიკწიკებული ყავთ.
  • და დიდი ფული მოიგო სანჩო?
  • იმოდონა, რომ ჩვენ რომ მოგვცა, მაგ ბეხრეკი ჯაგლაგი ცხენიდან კაი არაბულ ბედაურზე გადაჯდებოდი ჩემო ბატონო. მე კიდევ, ჩემს ვირს კახელ გოგიას ვაჩუქებდი, წავიდოდი რუსთავის ავტობაზრობაზე და ისეთ “ჯიპში“ გავადენდი ტყაპანს – ჩვენი სოფლის უჟმური მამასახლისიც სომბრეროს მოხდით მომესალმება.
  • მაგარამ ჩვენ აბა ვინ მოგგვცემს ამ ფულს სანჩო? ფული რომ მოიგო ჯერ საფსონო ალაგას უნდა თამაშობდე. შემირცხვენია შენნაირი საჭურველთმტვირთველი, რომელმაც აქამდე არ მითხრა ეგეთი კანტორის არსებობა. განა ჩვენ კი ვერ ვიზეიმებდით ჩაფულიანებას?!
  • ჩვენც ავდგეთ და ახლა დავიწყოთ თამაში, ვინ გვიშლის ხელს ჩემო ბატონო? მაგრამ ისეც ნუ იზამთ რაც შარშან ქენით?
  • რას გულისხმობ სანჩო? ვგრძნობ რაღაც საშინელი და ღვარძლიანი უნდა მითხრა და წინასწარ გაფრთხილებ, რომ ჩემი ხმალი ჯერ კიდევ ჭრის!
  • ღვარძლი რა არის არც კი ვიცი ჩემო ბატონო. მე უბრალოდ ის გამახსენდა, სარანჩაში სტადიონზე რომ ვიყავით და მთელი ჩვენი ფული სარანჩას უბედურ გუნდზე დადე – გინდა თუ არა მადრიდის “რეალს“ მოუგებსო.
  • უნდა მოეგო კიდეც! მაგრამ ავსულებმა და ბოროტმა ძალებმა თვალნი აუხვიეს სარანჩელების მეკარეს. ის ვერაგი პორტუგალიელი კრიშტიანუ კი მაინცდამაინც მაშინ გაიშალა მხრებში. მოდი ნუ გავიხსენებთ ამას სანჩო. ეგრე მეც შემიძლია მრავალი მწარე რამე გაგიხსენო და...
  • კარგი ჩემო ბატონო არ ვიჩხუბოთ. მით უმეტეს, ჩვენ ხომ მხოლოდ წიგნის გმირები ვართ და მეტი არაფერი.
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116144