ფეხბურთი

1:00 | 24.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულს” პარედესის შეძენა სურს

იტალიური “რომას” ჩამშლელი ნახევარმცველის ლეანდრო პარედესის შეძენა “ლივერპულს” სურს – იუწყება გამოცემა Tuttomercatoweb.Com.

აღნიშნული წყაროს ცნობით, მერსისაიდელებს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერება სურთ და 22 წლის მოთამაშე იდეალურ ვარიანტად მიაჩნიათ.

არგენტინელ ფეხბურთელს “რომასთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში 35 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117864