ფეხბურთი

15:49 | 23.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერნან კრესპო: “მესი უბრალოდ მესია და ის საუკეთესოა”

ერნან კრესპომ თავის თანამემამულეები – მესი და იგუაინი ერთმანეთს შეადარა და ასევე “ბებერი ქალბატონისა” და “ბარსელონას” მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, “ბარსელონას” მეტი პოტენციალი აქვს მეოთხედფინალური ეტაპის გადასალახად.

“ვინ გადალახავს “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის მეოთხედფინალურ ეტაპს? ორივე ძლიერი გუნდია, თუმცა ვფიქრობ, რომ “ბარსელონას” მეტი პოტენციალი და შანსი აქვს. მასიმილიანო ალეგრის შეგირდებს შეცდომების დაშვების უფლება არ ექნებათ. ისინი მაქსიმალურად მობილიზებულნი უნდა იყვნენ, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად.

მესი თუ იგუაინი? მესი უბრალოდ მესია, მსოფლიოში საუკეთესოა. ითამაშო 10 წელი ასეთ დონეზე ეს შთამბეჭდავია. რაც შეეხება იგუაინს – ის კარგი თავდამსხმელია, აქვს როგორც კარგი მარჯვენა ასევე მარცხენა,” – თქვა ერნან კრესპომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112824