ფეხბურთი

23:11 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებს რეინა გამოაკლდა და დებიუტანტმა ჩაანაცვლა

ესპანეთის ნაკრებში იძულებითი ცვლილება მოხდა. “ფურია როხას” ტრავმის გამო, გამოცდილი მეკარე პეპე რეინა გამოაკლდა და ხულენ ლოპეტიგიმ მის ნაცვლად, “ბილბაომ” ახალგაზრდა კიპერი კეპა არიზაბალაგა გამოიძახა.

22 წლის კეპა “ბილბაოს” ძირითადი მეკარე მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას გახდა და 13 მატჩის ჩატარება მოასწრო. ის 2013 წლიდან ესპანეთის ნაკრების 21 წლამდე ნაკრების წევრია (18 მატჩი), ხოლო ძირითად ნაკრებში პირველად გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, ესპანეთის ნაკრები 24 მარტს ხიხონში ისრაელს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131634