კალათბურთი

23:30 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ზაზა-I’’  დაუმარცხებელია

საქართველოს ჩემპიონატს კალათბურთში, თვრამეტ წლამდე ვაჟ კალათბურთელთა შორის, დაუმარცხებლად ლიდერობს ,,ზაზა-I’’, რომელმაც ცამეტი შეხვედრიდან ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და რაღა თქმა უნდა, ერთპიროვნული ლიდერია. დაკარგული ქულებით მეორე ადგილზე ,,ჰიუნდაი’’ იმყოფება, რომელმაც თორმეტი შეხვედრიდან თერთმეტი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თვრამეტწლამდელთა ჩემპიონატში ცამეტი გუნდი მონაწილეობს. კონკურსგარეშე თამაშობს აზერბაიჯანის ,,ბაქო’’.

0.11376